ღონისძიებები

დღე-სასწაული!🎊🎉❤️🙏
ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა.... ლამაზ, ზღაპრულ სამყაროში! ...
პატარა მსახიობებმა საოცარი მხატვრული ოსტატობით გააცოცხლეს და შეასრულეს "ბურატინოს თავგადასავალი"__ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ხის ბიჭუნაზე. 🙏👸💃🍭
მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდა თავს: იგი სასტიკმა და დაუნდობელმა კარაბას ბარაბასმა დასაჯა, გაიძვერა მელია ალისამ და მისმა ფლიდმა მეგობარმა, კატა ბაზილიომ კი - სულელების ქვეყანაში შეიტყუეს...
...მაგრამ, ზღაპარს ხომ კეთილი დასასრული აქვს!🥰🙏🥰
კეთილმა თოჯინამ- მალვინამ და მისმა ერთგულმა ძაღლმა- არტემონმა, საოცარ, ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს ბურატინო!👏❤️😊
წარმატებები პატარა მსახიობებს და ინგა მასწავლებელს!🥰

No comments:

Post a Comment