კომპლექსური
დავალების ბარათი ქართულ ენასა და ლიტერატურაში; ხელოვნებაში
21.12.2020წ
საგანი:ქართული ენა და
ლიტერატურა; ხელოვნება ძირითადი რესურსი/ტექსტი/:“POWER POINT”-ის ფორმატით შექმნილი რესურსი. თემა: ცხოველები და
მათი საბინადრო გარემო. შესაძლო დამატებითი თემატიკა:
სიკეთე და ზრუნვა კლასი: I ბ |
სამიზნე
ცნება: ამბის შეთხზვა; თხრობა; სახვითი ხელოვნების ტექნიკა. |
შედეგები: I. 1; I. 2; I. 4; I; 5; I. 13 |
მკვიდრი
წარმოდგენები: ·
მოვლენები
უნდა გადმოვცე თანამიმდევრულად; ·
ამბავს
აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული; ·
ამბავი
უნდა გავამდიდრო სხვდასხვა დეტალით; ·
თხრობის
დროს უნდა გამოვიყენო მრავალფეროვანი სიტყვები და წინადადებები; ·
მსმენელზე/მკითხველზე
შთაბეჭდილების მოსახდენად, მათ დასაინტერესებლად შემიძლია გამოვიყენო ხატოვანი
ენა. |
ქვეცნებები/საკითხები: სამნაწილიანი
ამბავი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული) საკვანძო
შეკითხვა: როგორ გავაგრძელო ლოგიკურად დაწყებული ამბავი? როგორ
გამოვსახო შეთხზული ამბავი თვალსაჩინოდ? |
კომპლექსური დავალების პირობა: გაეცანი რესურსს ნახე
ელექრონული რესურსი: როგორ გამოვძერწოთ დათუნია. გააგრძელეთ
ამბავი და გამოსახეთ დიორამის დახმარებით. შინაარსის
გადმოცემისას: ·
დაიცავი
ამბის თანამიმდევრულობა; (დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული) ·
ამბავი
გაამდიდრე სხვადასხვა საინტერესო დეტალით. ·
თხრობისას
გამოიყენე მრავალფეროვანი სიტყვები და წინადადებები ·
დაასახელე,
რა მინიშნებები გამოიყენე დიორამის შესაქმნელად; შეთხზული ამბის გადმოცემის შემდეგ მასწავლებლის
მიერ მომზადებული კითხვების დახმარებით გამოთქვი შენი მოსაზრებები: ·
რატომ
გადაწყვიტე ამბის ასე დასრულება? ·
ხელახლა
რომ იწყებდე ამ დავალების შესრულებას, შეცვლიდი რამეს? |
პრაქტიკული
რჩევები, რეკომენდაციბი მასწავლებლისათვის (ფაკულტატური) მასწავლებელი კლასში
მოსწავლეებს აჩვენებსელექტრონულ რესურსს. ასევე ელექტრონულად აჩვენებს
დამხმარე ვიდეოს, რომელიც დაეხმარება ბავშვებს მთავარი პერსონაჟის - დათუნიას
გამოძერწვაში. შემდეგ მშობლებსაც სთხოვს, აყურებინონ ბავშვებს რესურსი
და წაუკითხონ მასში გადმოცემული ამბის დასაწყისი. https://www.youtube.com/watch?v=utLGBLXAlPQ
. |
შესრულებული დავალება- იხილეთ ბმული
No comments:
Post a Comment