ტესტები


კლასი IV
                                      ვაზი და ატმის ხე
ვაზი თავისი ლამაზი მტევნებითა და შაბიამნით შეწინწკლული ფოთლებით სარს ჩახვეოდა.
-ნეტავი, რა გულში ჩაგიხუტებია ეგ გამხმარი სარი?! თანაც ისე გაჭიმულა, თითქოს ყურძენს შენ კი არა, ეგ ისხამდეს!-გასძახა მახლობლად მდგარმა ატმის ხემ ვაზს და  თავის ბოძკინტ შეყენებულ, დახუნძლულ ტოტს ამაყად გადახედა.
-რას ამბობ?!-გაიოცა ვაზმა - განა სარის შემწეობით არა ვარ ასე თამამი და ფეხზე დამდგარი?! როგორც შენ, აი ეს ბოძკინტი რომ არ გედგას მხარში, რა გეშველებოდა?!
-ჰა, ჰა, ჰა!-დამცინავად გადაიკისკისა ატმის ხემ.-რა მეშველებოდა, ნაყოფს ვერ დავისხამდი!
ბოძკინტმა ჩუმად ამოიკვნესა. სად იყო და სად რა, ღორი გამოჩნდა, ძირს ჩამოცვენილ ატამს დინგი მიჰკრა-მოჰკრა... ბიძკინტს ძირი შეერყა, დასხლტა და მიწაზე გაიშოტა.   გახარებულმა ბოძკინტმა დამფრთხალ ღორს მიაძახა:
-სიკეთისათვის მადლობელი ვარ, შენ რომ არა მომხმარებოდი, ამ უმადურ ატმის ხეს, ალბათ ვერ მოვიშორებდი, მისის ტოტის სიმძიმისაგან  მხარი მქონდა  ჩამოწყვეტილი...
-მიშველეთ! მიშველეთ! თავს ვეღარ ვერევი, ტოტები ზედ მაწყდება!-მთელ ღამეს კვნესოდა ატმის ხე. განთიადისას კი ატმის ხის ერთმა ტოტმა ისე დაილაწუნა, რომ იქაურობა გააყრუა. ვაზმა და მისმა მეგობარმა სარმა ატმის ხეს გადახედეს. ის დახუნძლული ტოტი, გუშინ ბოძკინტი რომ ჰქონდა შემდგარი, ჩამომტვრეოდა... სარმა ვაზს ნაღვლიანად წასჩურჩულა: „ახია მაგ კუდაბზიკაზე, იქნებ  ახლა მაინც დააფასოს ბოძკინტის ამაგი“.


კითხვები და დავალებები:
1.    დააკვირდი, რა თანმიმდევრობით შემოდის ნაწარმოებში თითოეული პერსონაჟი? უჯრედებში ჩაწერე შესაბამისი ნომრები.
  სარი          ღორი        ბოძკინტი       ატმის ხე          ვაზი   

2.დაწერე ტექსტის I და II აბზაცების მიხედვით, როგორ არის აღწერილი ვაზი და ატმის ხე.
   ვაზი
ატმის ხე
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


2/ა) რით ამაყობს ატმის ხე?
ა)  ვაზთან მეზობლობით.
ბ)  ბოძკინტთან მეგობრობით.
გ)  დახულძლული ტოტებით
ბ) დაიმოწმე ტექსტი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.ა)რა თვისება გამოავლინა ვაზმა?  უპასუხე მესამე აბზაცის იხედვით.
ა) მიმტევებლობა   ბ)  სიამაყე      გ) მადლიერება.    დ) სიდინჯე
ბ) დაიმოწმე ტექსტი


ბ) რომელი ორი თვისება გამოავლინა ატმის ხემ?
ა) ამპარტავნობა.   ბ) გულისხმიერება.  გ) თავმდაბლობა. დ) უმადურობა.

5.იპოვე სიტყვები, რომლებითაც ატმის ხეს ახასიათებენ პერსონაჟები:
1.    ბოძკინტი----------------------------------------------
2.    სარი------------------------------------------------------

6.რა არის იგავ-არაკის მთავარი სათქმელი?
ა) დაცინვა მიუღებელი საქციელია.
ბ) კარგად უნდა შევასრულოთ მოვალეობები.
გ) სხვისი ამაგი უნდა დავაფასოთ.
დ) ერთმანეთს გასაჭირში უნდა დავეხმაროთ.

7.ჩამოთვლილთაგან რომელი არ ახასიათებს იგავ-არაკს?
ა) დამრიგებლობითი ხასიათის თხზულებაა.
ბ) პერსონაჟს მიეწერება ადამიანის თვისებები.
გ) მხილებულია ადამიანის უარყოფითი თვისებები.
დ) ავტორი მსჯელობს რეალურად მომხდარი ამბის შესახებ.


No comments:

Post a Comment