პროექტის გეგმა

პროექტი: "დედამიწა ჩვენი საერთო სახლია"   2017-2018სასწ. წელი


თემის აქტუალურობა

მოსწავლეები გაეცნობიან თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე, რა ცვლილებებს იწვევს ის გარემოში, შესაბამისად ისინი გააცნობიერებენ, რომ დაბინძურებული გარემო, გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო თუ ტექნიკური ნაგავი სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას, გაიაზრებენ ბუნების დაცვის აუცილებლობას.
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები დაამუშავებენ მხატვრულ ტექსტს, დაწერენ თხზულებას, დაათვალიერებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და დაასუფთავებენ, გადაიღებენ ფოტოებს დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ,  შეადგენენ კითხვარს და ჩაატარებენ გამოკითხვას, მოიძიებენ ინფორმაციას ეკოლოგიის შესახებ, პროექტის პროცესში , გამოუშვებენ კედლის გაზეთს, მოამზადებენ პრეზენტაციას და წარმოადგენენ სცენარს „დედამიწა ავადააა...“
პროექტის მიზანი:
შეძლებენ გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტის მიმართ, შექმნიან მცირე ზომის ტექსტს, შეძლებენ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას.
 განივითარებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს: საღი მსჯელობა და აღქმა;
გამოუმუშავდებათ დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვის უნარი.
მოსწავლეები ერთობლივად იმუშავებენ კედლის გაზეთის შექმნაზე, შეძლებენ პრობლემაზე მსჯელობას.
დაგეგმილი აქტივობები მათ დაეხმარებათ გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრებაში.

მიმართულების მიმცემი საკცანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:  რა გველოდება ჩვენ?
თემატური კითხვები:  შეძლებს თუ არა ადამიანი დაიცვას დედამიწა გაჭუჭყიანებისაგან?
როგორ და რატომ უნდა მოვუაროთ გარემოს?
შინაარსობრივი კითხვები:   რა არის გარემო? რა გსმენიათ ტყის შესახებ? თქვენი აზრით, უფრთხილდება თუ არა ადამიანი ტყეს?
რით შეიძლება დაბინძურდეს ჰაერი? წყალი? გარემო?

საგანი/ საგნები
ბუნებისმეტყველება, ქართული ენა, ისტ, სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნება.
საფეხური/კლასი
დაწყებითი სწავლების  საფეხური, III კლასი
პროექტის განხორციელების დრო:
3 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები:
ბუნ.III.11.მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა
1         იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
2         განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
3         თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.

ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.

4         ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
5         გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას);

ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

6         წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).

ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.

7         სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას;


ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.

·         იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს  ნახატი ფილმიდან  ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს)


..III.1  მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
     გადმოსცემს განწყობილებას მხატვრული ხერხების მეშვეობით (ხაზი, ფერი და ფორმა);
     გამოსახულებას გააზრებულად ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე.
. III.4 მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ხატავს ლიტერატურული ნაწარმოების, ფილმის, მულტფილმის გმირებსა და ასევე, საკუთარი წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟებს.
.III.6 მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
 დასმულ ამოცანას გადაჭრის დამოუკიდებლად ან მეწყვილესთან ერთად.
..III.7 მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.
 წარმოადგენს ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე

პროექტის მსლელობა:
      Iკვირა

ქტივობა 1. ჩემ მიერ მომზადებული ბუკლეტების დარიგება
მოსწავლეები ეცნობიან ბუკლეტებს, სვამენ კითხვებს, ავსებენ სქემის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“  სვეტს. (პროექტის მსვლელობისას ავსებენ მე-2 და მე-3 სვეტს).
აქტივობა 2. მხატვრული ტექსტის კითხვა
მოსწავლეები კითხულობენ ესტონურ ხალხურ ზღაპარს: „რატომ დამუნჯდნენ ხეები?“
აქტივობა 3. ტექსტის შინაარსის გადმოცემა ფაქტებზე ორიენტირებული კითხვების მეშვეობით
·         რატომ ვერ გაიმეტა მოსაჭრელად გლეხმა ხეები?
·         რატომ დაკარგა ოქროს წკეპლამ ჯადოსნური ძალა?
·         ამ ზღაპრის მიხედვით, როგორი ადამიანია ეს გლეხი? რა თვისებები აქვს მას? (დაასაბუთეთ ტექსტიდან)
·         რატომ დამუნჯდნენ ხეები? რამ დაამუნჯა ისინი?
·         თქვენი აზრით, უფრთხილდება თუ არა ადამიანი ტყეს?
აქტივობა 5. მოთხრობის (ამბის) რუკის შევსება
მოსწავლეები ჯგუფებში ავსებენ წინასწარ დახაზულ ამბის რუკას
აქტივობა 6. თხზულების წერა
მოსწავლეები დაწერენ თხზულებას: 1. „ტყე შეუნახე შვილებსა..“
                                                                  2. მე რომ ხე ვიყო...
               
                                                                 
            II კვირა.
აქტივობა 8.პრეზენტაციის ჩვენება.
მოსწავლეები ნახავენ ვიდეო რგოლს „დაიცავი დედამიწა!“ ხოლო შემდეგ ჩემ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას ,,ხელშეუხებელი ბუნება და გარემო ადამიანის საქმიანობის შემდეგ“

აქტივობა 8. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და დასუფთავება
მოსწავლეები დაათვალიერებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას  და დაასუფთავებენ. გადაიღებენ ფოტოებს დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ, გამოფენენ  და შეაფასებენ.
აქტივობა 9. მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება
მოსწავლეები შეადგენენ კითხვარს, გამოიკითხავენ მოსახლეობას და შეაჯამებენ.

         III კვირა
აქტივობა 10. ინფორმაციის მოძიება და კედლის გაზეთის შექმნა.
მოსწავლეები დაგეგმავენ შესასრულებელ სამუშაოს,  იმუშავებენ ჯგუფებში სახლში , მოიძიებენ ინფორმაციას და მოამზადებენ კედლის გაზეთს. საკლასო ოთახში მოაწყობენ პრეზენტაციას, წარმოადგენენ სცენარს: „დედამიწა ავადაა..“

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: 
მოსწავლეები გაეცნობიან თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე, რა ცვლილებებს იწვევს ის გარემოში. განასხვავებენ  გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;   თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გარემოს დასუფთავებაში.
 წაიკითხავენ ტექსტს, წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით შექმნიან ილუსტრაციებს, დაწერენ თხზულებას, შექმნიან კედლის გაზეთებს,  წარმოადეგენენ პრეზენტაციებს. გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები .


გაზეთის შეფასების რუბრიკა


მახასიათებელი
მეტი შეგიძლია
კარგად გაართვი სამუშაოს თავი
გაზეთის სათაური
არ პასუხობს თემას
სრულად პასუხობს თემას
მხატვრული გაფორმება
არ/ან ნაწილობრივ შეესაბამება ფოტო და ილუსტრაცია თემას
სრულად შეესაბამება ფოტო და ილუსტრაცია თემას
გამოყენებული ლიტერატურა
არ/ ან ნაწილობრივ აქვს მითითებული გამოყენებული ლიტერატურის წყაროები
სრულად აქვს მითითებული გამოყენებული ლიტერატურის წყაროები
სტატიები თემაზე(როგორ და რატომ უნდა მოვუაროთ დედამიწას, რა არის მიზეზი გარემოს დაბინძურებისა, (ასახეთ გამოკითხვის შედეგები, სტატიის ავტორი)

ნაწილობრივ შეასრულა სამუშაო, სრულყოფილად არ პასუხობს კითხვას, არ არის მითითებული სტატიის ავტორი.
სრულყოფილად შეასრულა სამუშაო, სრულყოფილად  პასუხობს კითხვას, არის მითითებული სტატიის ავტორი.


                              
                                
                                 შეფასების რუბრიკა
                          მახასიათებლები
ფლობს კარგად
ნაწილობრივ
საჭიროებს დახმარებას
თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში



იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად



წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს



მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობით ტექსტებს დამოუკიდებლად კითხულობს და იაზრებს




No comments:

Post a Comment