ჩემ შესახებ

მოკლე ინფორმაცია ჩემ შესახებ.
დავიბადე ქალაქ ჭიათურაში 1966 წლის 8 მაისს.
1983 წელს დავამთავრე თბილისის 107-ე საჯარო სკოლა, 1984 წელს კი თბილისის მე-19 სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს სპეციალობით (ათწლედი). 1983-1987 წლებში ვსწავლობდი თბილისის ხალხთა მეგობრობის  ა.ს. პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში, ზოგადტექნიკური დისციპლინების ფაკულტეტზე.
2008 წელს გავიარე გადამზადების სპეციალური ფაკულტეტი (დაწყებითი კლასების მასწავლებლის), პედაგოგთა კვალიფიკაციისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში.
2007-2016  წლებში ვმუშაობდი თბილისის არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საჯარო სკოლა "შოვში", დაწყებითი კლასების მასწავლებლად.  2014 წელს წარმატებით ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები. ვარ უფროსი მასწავლებელი.
2016 წლიდან  ვმუშაობ სსიპ  ქალაქ თბილისის 76-ე საჯარო სკოლაში.
2018 წლის 15 ოქტომბრიდან ვარ ამავე სკოლაში ფასილიტატორი. პროფესიული განვითარების ფარგლებში გავლილი მაქვს შემდეგი ტრენინგები:
1. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება.-2016წ.
2.სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება.-2016წ
3. მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება. 2018წ.
4. ევროპა ჩემს გაკვეთილზე. -2017წ.
5. ელექტრონული სწავლების დანერგვა.-2017წ.
6.სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა. -2018წ.
7. ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება განათლების დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.-2018წ.
8. მოდული1-მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები.-2019წ
9. ინტელის ძირითდი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია.-2018წ
10.მოდული 3 -სასწავლო პროცესის პოზოტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებით.-2019წ

ბლოგი შევქმენი ინფორმაციის გაცნობისა და გაზიარების მიზნით. ამ ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ სადამრიგებლო პროგრამები, ჩემ მიერ შექმნილი ტესტები, რესურსები, სცენარები. ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველთა აზრი, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი.

No comments:

Post a Comment