რჩევები

რჩევები მშობლებს მსოფლიოში საუკეთესო აღმზრდელისგან...

მე-20 საუკუნეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მოახდინა ნამდვილი რევოლუცია პედაგოგიკაში. ესენი გახლდნენ ამერიკელი ჯონ დიუი, გერმანელი გეორგ კერშენშტეინერი და იტალიელი მარია მონტესორი.

გთავაზობთ მარია მონტესორის ძალიან საინტერესო, ღრმა და ამასთანავე მარტივ რჩევებს შვილის სწორად აღსაზრდელად.


1.ბავშვებს შთააგონებს ის, რაც მის გარშემოა.

2.თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს.

3.თუ ბავშვს ხშირად აქებენ, ის შეფასებას სწავლობს.

4.თუ ბავშვს მტრობას აჩვენებენ, ის ჩხუბს სწავლობს.

5.თუ ბავშვთან გულწრფელები არიან, ის სამართლიანობას სწავლობს.

6.თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორცხვი და ჩაკეტილი ხდება.

7.თუ ბავშვი უსაფრთხოების გრძნობით ცხოვრობს, მას რწმენა უვითარდება.

8.თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ, ის მთელი ცხოვრება დამნაშავედ გრძნობს თავს.

9.თუ ბავშვს ხშირად ეთანხმებიან, ის სწავლობს საკუთარი თავის პატივისცემას.

10.თუ ბავშვის მიმართ ხშირად დამთმობები არიან, ის მომთმენი ხდება.

11.თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის საკუთარი თავის რწმენას იძენს.

12.თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და საკუთარ თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს.

13.არასოდეს ილაპარაკოთ ბავშვზე ცუდი, არც მისი თანდასწრებით, არც მის გარეშე.

14.კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ კარგის განვითარებაზე შვილის აღზრდისას და საბოლოოდ, მის ცხოვრებაში ცუდის ადგილი აღარ დარჩება.

15.ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც შეკითხვებს გისვამთ.

16.დააფასეთ ბავშვი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ის მაშინვე ან ცოტა მოგვიანებით შეძლებს გამოასწოროს შეცდომა.

17.ყოველთვის მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეუმჩნეველი იყავით იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.

18.დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს აქამდე აუთვისებელი რამ. გააკეთეთ ეს ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდითა და სიყვარულით.

19.ბავშვთან ურთიერთობისას, იხელმძღვანელეთ მხოლოდ კარგი მანერებით. შესთავაზეთ და დაანახეთ ბავშვს მხოლოდ ის საუკეთესო

ინფორმაციის წყაროა: http://www.marao.ge/


რჩევები მშობლებს: როგორ ავუმაღლოთ თვითშეფასება მოზარდებს და როგორ გავხადოთ ისინი მეტად რეალიზებულნი

მშობლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სტატუსია. სწორედ ამიტომ არავისთვისაა უცხო სირთულეები და გამოწვევბი რომლებით თან ახლავს ამ უდიდეს ბედნიერებას. მშობელი მუდამ დაკავებულია, უწევს ყურადღების გადანაწილება, აქვს ცოტა დასვენება და ბევრი საზრუნავი. ასეთ პირობებში ხანდხან რთულია იყო ერთდროულად მოსიყვარულე, მზრუნველი, სამართლიანი და გამგები მშობელი. 

სირთულეები შვილებთან ურთიერთობებში ჩნდება თითქმის ყველა ასაკში, მაგრამ განსაკურთებით დიდი გამოწვევების პერიოდია სკოლაში შესვლის ეტაპი. ამ დროს ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება, რასთან შეგუებასაც დრო სჭირდება. იზრდება თვითშეფასების დაქვეითების რისკები რაც ხშირ შემთხვევაში მოტივაციის დაკარგვასა და სწავლაში ჩამორჩენას იწვევს. ეს ყველაფერი მოგვარებადია თუ ეცდებით სწორად გაუგოთ შვილებს. ამისათვის გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომლის გათვალიწინების შემთხვევაშიც გაუმჯობესდება როგორ თქვენი ურთიერობა შვილებთან ასავე გაიზრდება მათი რელიზაციის ხარისხი.(რჩევები განკუთვნილია ნებისმიერი სასკოლო ასაკის მქონე მოზარდის მშობელთათვის) 



1. ნუ უბრძანებთ შვილებს სწავლას, წაახალისების მეთოდებით დასვით სამეცადინოდ. დაპირდით რაიმე საინტერესოს(ვთქვათ კომპიუტერთან დაჯდომას მეცადინეობის შემდეგ). კარგი იქნება თუ მეცადინეობას ენერჯაიზერებით დაიწყებთ. მეცადინეობის დროს გამოყნეთ შესვენები. დანაპირები აუცილებლად შეურულეთ.



2. ესაუბრეთ შვილს, როგორც ზრდასრულს ადამიანს - აუხსენით რატომ უკრძალავთ რაიმეს, ან რატომ არის მისთვის სასარგებლო თვქენი რჩევები. ესაუბრებით იმ შემთხვევაშიც თუ გგონიათ რომ ძალიან პატარაა და ვერ გაიგებს. მათ გაცილებით მეტი იციან ვიდრე გვგონია. 

3. ეცადეთ შეამციროთ კონტროლის დონე - აგრძნობინეთ რომ ენდობით, ამით მისი პასუხისმგებლობა გაცილებით გაიზრდება. 

4. დაბალი ნიაშანი მიიღო? - პირველ რიგში გაარკვიეთ რატომ, სანამ გაკიცხავდეთ ხაზი გაუსვით მის რომელიმე კარგ თვისებას და შემდეგ უთხარით რომ შემდეგზე უკეთესად გამოუვა თუ მოინდომებს.მაგალითად: "ვიცი როგორი მონდომებულიც ხარ, შეიძლება ახლა რაღაცამ შეგიშალა ხელი მაგრამ ვიმედოვნებ შემდეგზე გამოასწორებ" 

5.კამათის დროს ეცადეთ თავი დააყენოთ მის ადგილზე, არ დაადანაშაულოთ ის - არამედ ეცადეთ საკუთარ თავში იპოვოთ შეცდომა. ასე უფრო მარტივად მოგვარდება პრობემები. მასთან საუბრისას ეცადეთ დაიკავოთ მისი სიმაღლე - ჩაიმუხლოთ თუ პატარაა ან დასვათ თვქენ პირაპირ. 

6. არასოდეს შეადაროთ სხვას, არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში - ის თქვენი შვილია, ერთადერთი და განუმეორებელი. დააფასეთ მისი ინდივიდუალობა. მისი 7იანი გერჩივნოთ სხვის 10იანს. 

7. ყველა საგანი ერთნაირად ვერ დააინტერესებს - აცადოთ ისწავლოს ის რაც მეტად აინტერესებს, ნუ კონცერტრირდებით ნიშნებაზე მთავარია შინაარსი. 

8.მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას - ჯერ კიდევ ჩვილობიდანვე, როცა გრძნობთ რომ ამის გაკეთება თვითონაც შეუძილა ნუ გამოართმევთ კოვზს როცა ჭამას ცდილობს, ნუ დაუწერთ დავალებას 10ზე სჯობს თვითონ დაწეროს და შესაბამისი ნიშანი მიიღოს, ადრე თუ გვიან მიეჩვევა. 

გისურვებთ წარმაებულად გაგევლოთ ის გზა რასაც მშობლობა ქვია. ბოლოსკენ კი გთავაზობთ თვითშეფასების ასამაღლებელ ტექსტს, რომელიც არამარტო ბავშვებს ზრდასრულ ადამიანებსაც ეხმარება, როდესაც ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ შესაძელობლობებში.:
" მე - ეს მე ვარ. ისეთი როგორიც მე ვარ, არასოდეს ყოფილა და იქნება.არიან ადამიანები, რომელბიც რაღაცით მგვანან, მაგრამ ზუსტად ისეთი როგორიც მე ვარ, არა. მე მეკუთვნის ჩემი სხეული და ყველაფერი ის, რასაც ის აკეთებს. მე მეკუთვნის ჩემი ხმა: ჩუმი თუ ხმამაღლი, რბილი თუ მკვეთრი. მე მეკუთვნის ჩემი პირი და ყველა ის სიტყვა, რასაც ის წარმოთქვამს: კეთილი თუ არასამართლიანი. მე მეკუთვნის ჩემი თვალები და ყველა ის ხატი, რისი დანახვაც მას შეუძლია. ყველაფერი ეს მე მეკუთვნის, რადგან მე მარტო ავირჩიე ეს. და რადგან მე ავირჩე ეს, ეს ჭეშმარიტია. ეს არსებობს. ეს საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ გიყვარდეს საკუთარი თავი და დაინტერესდე მისით."


12 რჩევა მშობლებს, როგორ გავზარდოთ ბავშვი თავდაჯერებული


თავდაჯერებულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება მშობელმა შვილს გაუკეთოს.

ფსოქოლოგის კარლ პიკჰარდტის თქმით, ბავშვი რომელიც ნაკლებად თავდაჯერებულია ყოველთვის უხალისოდ მოეკიდება ნებისმიერ სიახლესა და გამოწვევას, იმიტომ რომ ასეთ ბავშვებს წარუმატებლობისა და სხვის იმედების გაცრუების ეშინიათ. თვითდაჯერებულობის ნაკლებობა მომავალში მათ სერიოზულად შეაფერხებს და წარმატებული კარიერის შექმნის პროცესშიც ხელს შეუშლის.

"თავდაჯერებულობის გაცხადებული მტრები შიში და გულგატეხილობაა", - განმარტავს ფსიქოლოგი და ამბობს, რომ მშობლის მოვალეობა და მისი უპირველესი სამსახურია წაახალისოს და მხარი დაუჭიროს შვილს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი რთულ ამოცანასთან გამკლავებას ცდილობენ.

გთავაზობთ რჩევებს ბავშვის თვითშეფასების ამაღლებისა და თავდაჯერებული შვილის გასაზრდელად

1. დააფასეთ ძალისხმევა გამარჯვების ან დამარცხების მიუხედავად. 
ზრდის პროცესში მოგზაურობა უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად დანიშნულების წერტილი. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენი შვილი გამარჯვებას მოუტანს თავის გუნდს თუ დამარცხდება, ყოველთვის დაუკარით ტაში მცდელობისთვის. 

2. წაახალისეთ პრაქტიკა, რათა საბოლოოდ კომპეტენციას მიაღწიოს
წაახალისეთ თქვენი შვილი სცადოს და გამოიკვლიოს ყველაფერი, რითაც კი დაინტერესდება, მაგრამ ეს ისე გააკეთეთ რომ თქენმა შვილმა ზედმეტი წნეხი არ იგრძნოს. უნიჭიერესმა პიანისტმა ჰარმონი შუმ ელენ დეჯენერსსთან საუბარში აღნიშნა, რომ დაკვრა ჯერ კიდევ 3 წლის ასაკიდან დაიწყო. საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში მოსინჯვა წარმატებისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზაა. 

3. ნება მიეცით პრობლემებს თავად გაუმკლავდნენ 
თუ რთულ სამუშაოს თქვენი შვილის ნაცვლად აკეთებთ, მათ არასდროს განუვითარდებათ უნარები და შესაბამისი რწმენა რომ რთულ პრობლემებთან გამკლავება თავადაც დამოუკიდებლად შეუძლიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯობს თქვენმა შვილმა თუნდაც სკოლისთვის დამოუკიდებლად აკეთოს საშინაო დავალება და თავიდან ცუდი ქულები მიიღოს, ვიდრე თქვენი დახმარებით კარგი ქულები მიიღოს, პრობლების გადაჭრის რეალურ გზას კი მაინც ვერ მიხვდეს. 


4. წაახალისეთ ცნობისმოყვარეობა
ზოგჯერ ბავშვის დაუსრულებელი კითხვები შესაძლოა დამღლელი იყოს, მაგრამ ეს დაღლილობა უნდა დაძლიოთ და შვილის ცნობისმოყვარეობა წაახალისოთ. ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პოლ ჰარისმა "გარდიანთან" საუბარში განმარტა, რომ კითხვების დასმა ბავშვების განვითარებისთვის სასარგებლო სავარჯიშოა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი აცნობიერებს, რომ არის რაღაცები რაც მან არ იცის, და რომ არსებობს ცოდნის უხილავი სამყარო, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ. როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან, იმ ოჯახების წარმომადგენლები, სადაც კითხვების დასმა წახალისებული იყო, თავის თანაკლასელებს ბევრად ჯობნიან, რადგან მათ უკვე აქვთ მშობლებისგან საჭირო ინფორმაციის მიღების გამოცდილება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამ ბავშვებმა იციან როგორ ისწავლონ უკეთ და სწრაფად. 

5. მიეცით მათ ახალი გამოწვევები
აჩვენეთ შვილებს რომ მათ შეუძლიათ მცირე მიზნების მიღწევის შედეგად უფრო დიდ შედეგს მიაღწიონ, მაგალითად, ასწავლეთ მათ ველოსიპედის ტარება დამხმარე საბურავების გარეშე. მშობლებს თავდაჯერებულობის გაზრდა პასუხისმგებლობის მომატებითაც შეუძლიათ რომელიც ბავშვებს თავის გზაზე აუცილებლად შეხვდებათ. 

6. არასდროს გააკრიტიკოთ მათი მცდრელობა
არაფერი დათრგუნავს ბავშვს ისე, როგორც მისი მცდელობის გაკრიტიკება. სასარგებლო უკუკავშირისა და რჩევის მიცემა კარგია, თუმცა არასდროს უთხრათ მათ რომ ისინი ცუდ საქმეს აკეთებენ. თუ თქვენს შვილებს შეეშინდებათ წარუმატებლობის იმის გამო რომ თქვენ გაბრაზდებით ან იმედი გაგიცრუვდებათ ისინი არასდროს მოსინჯავენ რაიმე ახალს. ძალიან ხშირად მშობლების კრიტიკა ბავშვის თვითშფასებასა და მოტივაციას ამცირებს. 


7. შეხედეთ შეცდომებს, როგორც ცოდნის სახლის სამშენებლო მასალას
შეცდომებზე სწავლა თავდაჯერებულობას ამტკიცებს - ამბობს ფსიქოლოგი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც შენ მშობელი შეცდომებს სწავლისა და ზრდის პროცესის განუყრელ ნაწილად და შესაძლებლობად აღიქვამ. ზედმეტად არ განავითაროთ დამცველობითი ფუნქცია, პირიქით დროდადრო შეცდომის დაშვებისა და საქმის გაფუჭების უფლება მიეცით ბავშვს, და დაეხმარეთ მას გაიგოს როგორ შეიძლებოდა კონკრეტული ამოცანის უკეთესად გადაჭრა. ასეთი მომენტები მშობლებმა უნდა გამოიყენონ როგორც შესაძლებლობა, რომ შვილებს ასწავლონ არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების. 

8. გაუხსენით ახალი გამოცდილების კარი
ახალი გამოწვევებისთვის ბავშვების მომზადება მათ უშიშრებს ხდის და ისინი დროთა განმავლობაში ხვდებიან რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენად რთულად და შემაშფოთებლად გამოიყურება კონკრეტული საკითხი, რადგან მათ შეუძლიათ ამ სირთულესთან გამკლავება. 

9. აქტიურად გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება შვილებს 
თქვენ თქვენი შვილისთვის გმირი ხართ, ყოველ შემთხვევაში, იქამდე სანამ თინეიჯერია. გამოიყენეთ ეს ძალაუფლება და ასწავლეთ მათ როგორ იფიქრონ, იმოქმედონ და ისაუბრონ სწორად. აჩვენეთ მათ კარგი მაგალითი და იყავით მათთვის მისაბაძი. ფსიქოლოგის თქმით, თქვენს წარმატებაზე დაკვირვება თქვენს შვილს თავდაჯერებულობას მისცემს და დაარწმუნებს იმაში, რომ მასაც შეუძლია იმავეს გაკეთება. 

10. შეაქეთ ისინი, როდესაც სირთულეებს გაუმკლავდებიან 
ცხოვრება უსამართლოა, თანაც მძიმე - ეს ყველა ბავშვმა გარკვეულ მომენტში უნდა გააცნობიეროს. როდესაც ისინი სირთულეებს უმკლავდებიან, მშობლებმა უნდა მიუთითონ რომ ეს პროცესი მათ მდგრადობას გააუმჯობესებს. მნიშვნელოვანია თქვნს შვილს შეახსენოთ, რომ წარმატებისკენ მიმავალი ნებისმიერი გზა სირთულეებითაა სავსე.


11. ტაში დაუკარით მათ გამბედაობას მოსინჯონ რაღაც ახალი 
ფსიქოლოგი ისეთი მარტივი წინადადების ხშირად გამოყენებას გვირჩევს, როგორიც არის " შენ საკმარისად მამაცი ხარ იმისთვის რომ ეს სცადო!" ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც მრავალნაცად და ნაცნობ რაღაცას აკეთებს, თუმცა ცალსახად გამბედაობა სჭირდება ახლისა და განსხვავებულის გამოსაცდელად რაც მშობლების მხრიდან დაფასებას ნამდვილად იმსახურებს. 

12. გამოხატეთ სიხარული როდესაც თქვენი შვილი რამე ახალს ისწავლის 
ბავშვები ხშირად უყურებენ მშობლების რეაქციას, ამიტომ თუ აღფრთოვანებას გამოხატავთ იმის გამო, რომ თქვენმა შვილმა ცურვა ან ახალი ენა ისწავლა, მაშინ ისინიც აღფრთოვანდებიან საკუთარი მიღწევის გამო.

მშობლის 7 ცუდი თვისება - რა გავლენას ახდენს ბავშვზე ყვირილი და ფიზიკური დასჯა?


ზოგჯერ კარგი მშობლებიც იქცევიან არასწორად. გაეცანით სტატიაში ჩამოთვლილ თვისებებს, რათა რაც შეიძლება იშვიათად დაემსგავსოთ ცუდ მშობელს. 

ყვირილი
შეადარეთ ფრაზები: "რატომ დაყარე სათამაშოები?" და "გთხოვ, აალაგე სათამაშოები". თავად რომელ შემთხვევაში აალაგებდით სათამაშოებს? ხმაურიანი განცხადებები ბავშვს აშინებს და მასში პროტესტის გრძნობას იწვევს. ყვირილს არანაირი დადებითი ფუნქცია არ მოაქვს გარდა დედის ემოციური განტვირთვისა, მაგრამ ამ უკანასკნელისთვის არსებობს იოგა, ფინჯანი ჩაი ან ყავა ტკბილეულთან ერთად.
თუ ბავშვს მხოლოდ ყვირილით ელაპარაკებით, როცა გაიზრდება, მისთვის ხმის მისაწვდენად მეგაფონიც აღარ გიშველით. იმისათვის, რომ ბავშვთან ყვირილით საუბარს გადაეჩვიოთ, წარმოიდგინეთ, რომ ყვირილის დროს თქვენი პირიდან საშიში არსების შავ-წითელი სახე ამოდის.
შეიძლება, ასეთმა წარმოსახვამ ემოციების მოთოკვას მიგაჩვიოთ. 

ფიზიკური დასჯა
ძალის გამოყენებით თქვენ ბავშვს ასწავლით, რომ: 
1. პატარების ცემა შეიძლება;
2. დიდი გოგონები ისე იქცევიან, რომ საპასუხო დარტყმას მოითხოვენ;
3. კამათში საბოლოო არგუმენტი ძალაა. 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ზრდით ადამიანს, რომელიც სუსტებს ფიზიკურად გაუმკლავდება, თავზე ძლიერს კი უსიტყვოდ დაემორჩილება. 

არათანმიმდევრობა
დედების უმრავლესობას ნერვული შეტევა ეწყება, როცა ბავშვი მათ სურვილს არ ასრულებს. თუ არ გსურთ, თქვენი შვილსაც გაუფუჭდეს ნერვები, შეთანხმდით მამასთან და ბებია-პაპებთან, რომ ბავშვის მიმართ მოთხოვნები იყოს ერთნაირი. თუ ითხოვთ, რომ იყოს აკურატული, მოთმინებით აღიჭურვეთ და არც ბავშვი ააჩქაროთ. 

დამცირება
კომედიებში ხშირად ჩნდება დოყლაპია, რომელსაც ყველაფერი ხელიდან უვარდება, ნივთებს კარგავს, პასუხის გაცემის ნაცვლად წითლდება და საბოლოოდ, სახეში ტორტი ხვდება. ასეთი ადამიანი შეიძლება გაიზარდოს ბავშვი, რომელსაც მუდამ ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. როგორ მოიქცევა ბავშვი, რომლის დედაც ამბობს: "ასეთ დებილ ბავშვს არც ერთ სკოლაში არ მიიღებენ" ან "ასეთ ჭუჭყიან კაბაში რომელ ბიჭს მოეწონები?". ასეთ სიტუაციაში მოხვედრილი ბავშვი გულწრფელად განიცდის მომხდარს და ოცნებობს, რომ მიწამ ჩაიტანოს, ოღონდ  ასეთი სიტყვები არ ისმინოს.


მოფერებისგან თავის შეკავება
თუ ბავშვისთვის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იმეტებს კოცნასა და მოფერებას, მას დაუცველობის გრძნობა უჩნდება. ძველად მიაჩნდათ, რომ ბავშვის მოფერება და კოცნა საჭირო არ იყო. გამოთქმა: "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგება" დაივიწყეთ, ასეთმა მოპყრობამ სიკეთე არავის მოუტანა. დედის სიცივე ბავშვზე ფიზიკური აგრესიასავით მოქმედებს; იგი უხილავ ბარიერს ქმნის დედასა და შვილს შორის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოფერება და კოცნა გაიმეტეთ თქვენი შვილისთვის.
ცუდი მშობლის 7 თვისება - იცოდეთ, რათა არ დაემსგავსოთ მათ
დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი საიტის მკითხველები ერთმანეთზე უკეთესი მშობლები არიან. თუმცა ზოგჯერ კარგი მშობლებიც იქცევიან არასწორად. გაეცანით სტატიაში ჩამოთვლილი თვისებებს, რათა რაც შეიძლება იშვიათად დაემსგავსოთ ცუდ დედას. 

ყვირილი
შეადარეთ ფრაზები: "რატომ დაყარე სათამაშოები?" და "გთხოვ, აალაგე სათამაშოები". თავად რომელ შემთხვევაში აალაგებდით სათამაშოებს? ხმაურიანი განცხადებები ბავშვს აშინებს და მასში პროტესტის გრძნობას იწვევს. ყვირილს არანაირი დადებითი ფუნქცია არ მოაქვს. გარდა დედის ემოციური განტვირთვისა, მაგრამ ამ უკანასკნელისთვის არსებობს იოგა, ფინჯანი ჩაი ან ყავა ტკბილეულთან ერთად და დაქალები. 

თუ ბავშვს მხოლოდ ყვირილით ელაპარაკებით, როცა გაიზრდება, მისთვის ხმის მისაწვდენად მეგაფონიც აღარ გიშველით. იმისათვის, რომ ბავშვთან ყვირილით საუბარს გადაეჩვიოთ, წარმოიდგინეთ, რომ ყვირილის დროს თქვენი პირიდან საშიში არსების შავ-წითელი სახე ამოდის. შეიძლება, ასეთმა წარმოსახვამ ემოციების მოთოკვას მიგაჩვიოთ. 

ფიზიკური დასჯა
ძალის გამოყენებით თქვენ ბავშვს ასწავლით, რომ: 
1. პატარების ცემა შეიძლება;
2. დიდი გოგონები ისე იქცევიან, რომ საპასუხო დარტყმას მოითხოვენ;
3. კამათში საბოლოო არგუმენტი ძალაა. 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ზრდით ადამიანს, რომელიც სუსტებს ფიზიკურად გაუმკლავდება, თავზე ძლიერს კი უსიტყვოდ დაემორჩილება. 



არათანმიმდევრობა

დედების უმრავლესობას ნერვული შეტევა ეწყება, როცა ბავშვი მათ სურვილს არ ასრულებს. გაიხსენეთ ექსპერიმენტი პავლოვის ძაღლზე, რომელსაც საჭმლის ფიალასაც აძლევდნენ და პარალელურად დენსაც ურტყამდნენ. საცოდავი ცხოველი შეშინებულ ნევროტიკად გადაიქცა. თუ არ გსურთ, თქვენი შვილსაც გაუფუჭდეს ნერვები, შეთანხმდით მამასთან და ბებია-პაპებთან, რომ ბავშვის მიმართ მოთხოვნები იყოს ერთნაირი. თუ ითხოვთ, რომ იყოს აკურატული, მოთმინებით აღიჭურვეთ და არც ბავშვი ააჩქაროთ. 

დამცირება
კომედიებში ხშირად ჩნდება დოყლაპია, რომელსაც ყველაფერი ხელიდან უვარდება, ნივთებს კარგავს, პასუხის გაცემის ნაცვლად წითლდება და საბოლოოდ, სახეში ტორტი ხვდება. ასეთი ადამიანი შეიძლება გაიზარდოს ბავშვი, რომელსაც მუდამ ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. როგორ მოიქცევა ბავშვი, რომლის დედაც ამბობს: "ასეთ დებილ ბავშვს არც ერთ სკოლაში არ მიიღებენ" ან "ასეთ ჭუჭყიან კაბაში რომელ ბიჭს მოეწონები?". ასეთ სიტუაციაში მოხვედრილი ბავშვი გულწრფელად განიცდის მომხდარს და ოცნებობს, რომ მიწამ ჩაიტანოს, ოღონდ დედის ასეთი სიტყვები არ ისმინოს.
mshoblebi

მოფერებისგან თავის შეკავება
თუ ბავშვისთვის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იმეტებს კოცნასა და მოფერებას, მას დაუცველობისა გრძნობა უჩნდება. ძველად მიაჩნდათ, რომ ბავშვის მოფერება და კოცნა საჭირო არ იყო. გამოთქმა: "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგება" დაივიწყეთ, ასეთმა მოპყრობამ სიკეთე არავის მოუტანა. დედის სიცივე ბავშვზე ფიზიკური აგრესიასავით მოქმედებს; იგი უხილავ ბარიერს ქმნის დედასა და შვილს შორის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოფერება და კოცნა გაიმეტეთ თქვენი შვილისთვის. 

დანაშაულის გრძნობის პროვოკაცია
დედის მიერ ნათქვამი ფრაზების - "შენ გამო ღამეები არ მეძინა", "შენს გამო რამდენ სიამოვნებაზე ვთქვი უარი", "ნეტავ, რისთვის გაჩნდი" - გააზრება ბავშვს დეპრესიაში აგდებს, ხოლო გარდატეხის პერიოდში შეიძლება სუიციდამდეც მიიყვანოს. ამიტომ, ფრთხილად, ფრაზებთან, რომელსაც ბავშვს ეუბნებით, ნუ ატკენთ სათუთ გულს. მას ისედაც უამრავი გულსიტკენა ელის ცხოვრებაში. 
mshoblebi

ტყუილი
მშობელი პატარა ბავშვს ხშირად ატყუებს. ეს ზოგჯერ მის სასიკეთოდაც ხდება. ასაკის მატებასთან ერთად, ეცადეთ, ბავშვისთვის ნათქვამი ტყუილები შეამციროთ. ყველაფერი მისთვის გასაგებ ენაზე, მშვიდად აუხსენით. ბავშვი თუ ერთხელ მიხვდა, რომ ატყუებთ, ის აღარასდროს გენდობათ.

ფრაზები, რომლებიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგ ლიკა თუშიშვილის რჩევები

სასურველი ქცევა ბავშვსა და მშობელს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება და თუ ბავშვი ერთხელ არ დაუჯერებს უფროსს, ამით საგანგაშო არაფერი მოხდება. ამ დროს მშობელმა მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს საკუთარი ემოციები და არ დასაჯოს ბავშვი არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად.
ამ დროს ქცევის დადებითად ან უარყოფითად შეფასება საკმარისია, რომ ბავშვი სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს - ეს არის ბავშვის აღზრდის თანამედროვე მიდგომა, რომელიც წინა თაობის ადამიანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არც ისე მარტივი გასააზრებელი და განსახორციელებლია. ბავშვის აღზრდისა და მისი დასჯის მეთოდებზე Allnews.ge-ს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი ესაუბრა.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი არ უჯერებს?
ასეთ დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა, როცა მშობელი საჯარო სივრცეში იწყებს ბავშვის აღზრდას და ცუდ საქციელს საჯარო სივრცეში აკრიტიკებს. ამ დროს უმჯობესია, მშვიდი წყნარი ტონით აღნიშნოს ცუდი ქცევა. შეიძლება ეს კონკრეტული ქმედება არ იყოს შედეგიანი და მშობელმა ვერ მიიღოს მოსალოდნელი რეზულტატი, ანუ ბავშვმა ნათქვამი არ გაითვალისწინოს. ამ დროს, არავითარ შემთხვევაში, მშობელმა ყვირილი არ უნდა დაიწყოს. ისტერიკა და ტრაგიზმი საჭირო არაა, რადგან ქცევის ეს მოდელი სამუდამოდ იბეჭდება ბავშვის ფსიქიკაში. ის ვერასდროს მიგვიყვანს იმ საბოლოო შედეგამდე, რასაც ბავშვის ქცევის მართვა ქვია. სასურველი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება.
დასჯას არ უნდა ჰქონდეს ძალადობრივი ფორმა. ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ჩქმეტა ან თმის მოქაჩვა, რაც ერთი შეხედვით მსუბუქი დასჯაა, არაა გამართლებული. ფსიქოლოგიური ძალადაობაა ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვის, მათ შორის უზრდელოს, თქმა. ეს ყველაფერი სამომავლოდ ადამიანის პიროვნულ სირთულეებს იწვევს. მშობელმა აგრესია არ უნდა გამოავლინოს და ის საკუთარი უარყოფითი ენერგიის მართვაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. აგრესია ვერ მიგვიყვანს შედეგამდე, რომ შემდგომში ბავშვმა უფროსს დაუჯეროს. დამორჩილების ყველაზე სწრაფი ფორმა არის შიში, მაგრამ შიშში გაზრდილი ბავშვი ვერ იზრდება სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად.
როგორ უნდა მოახრეხოს მშობელმა, რომ ბავშვი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოაყალიბოს?
ერთადერთი მიღებული ქცევა, რომელიც სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას იწვევს, ისე რომ ბავშვის პიროვნული "მე" ჯანსაღი რჩება, ეს არის ქცევის შეფასება. ბავშვის ყველა ქცევა უნდა შევაფასოთ დადებითად ან უარყოფითად. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთჯერადად. ქცევის ჩამოყალიბება არის წლებში გაწელილი პროცესი. მშობელი მუდმივად უნდა ლაპარაკობდეს ბევრს და სწორს. ნებისმიერი პატარა ფაქტის სწორი შეფასება უნდა ხდებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ცუდი ქცევის დროს ის არ ხდება ცუდი. ის ყველა შემთხვევაში არის კარგი, მხოლოდ ქცევაა ცუდი. მხოლოდ ამ დისოცირების დროს, რომ ბავშვი კარგია და ქცევა არის ცუდი, ბავშვი აღარ იმეორებს ცუდ საქციელს. როცა მშობელი ამბობს, რომ ცუდი ქცევის დროს ბავშვიც ცუდი ხდება, ის პიროვნულად ჯდება ამ მოდელში და იჯერებს, რომ ცუდია. შესაბამისად, ვეღარ მართავს ცუდ ქცევას და მუდმივად ცუდი საქციელი გამოსდის.
სწორი პიროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია იმის თქმა, რომ ეს ცუდი საქციელია?
კი, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად. უნდა შევუქმნათ მას მოტივატორები. კარგი მოტივაციაა, რომ გავახარო მამა, დედა, ახლობლები. მშობელმა უნდა აღნიშნოს, რომ შენ არ დამიჯერე და ეს ცუდი ქცევა შენნაირ დამჯერ შვილს არ უხდება. უნდა გამოკვეთოს, რომ თვითონ პიროვნება არის დამჯერი, მაგრამ შეცდომა მოუვიდა. ბავშვი თვითონ მიღებულია მშობლისთვის, მაგრამ ის ქცევა არ გამოუვიდა. ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს ვუყვარვარ, ვუნდივარ და ასეთ შემთხვევაში მშობლისთვის გაიმეორებს იმ კარგ საქციელს, რასაც მისგან ელიან.
ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს, რომ მშობლის მისდამი სიყვარული კონკრეტულ ქცევაზეა დამოკიდებული. ეს იწვევს დაბალ თვითშეფასებას და ბავშვთა დეპრესიას. მან უნდა იცოდეს, რომ მშობლისთვის ყოველთვის მიღებული იქნება. შეიძლება უფროსმა აქცენტი გააკეთოს იმაზე, რომ მას გაუხარდება, ბედნიერი იქნება თუ დაუჯერებს. დადებითი ემოციებით მანიპულირება არის ქცევის მართვის სწორი ფორმა. ამ დროს სწორი ფასეულობათა სისტემით და კარგი თვითშეფასებით იზრდება ბავშვი. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს.
და თუ ამ ყველაფრის შედეგად, მაინც არ უჯერებს ბავშვი მშობელს?
მაინც არ უნდა დააძალო. მშობელს უნდა ჰქონდეს მოთმინების დიდი უნარი. ამ ერთი მომენტით ხომ არ სრულდება აღზრდის პროცესი? ერთ საათში შეუძლია მიუბრუნდეს, იგივე საკითხს, ან მეორე დღეს. უფროსი წყობიდან არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყოველთვის ის არის პასუხისმგებელი. ბავშვს თავის არასწორ ქცევაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მშობელი უნდა მიეხმაროს, რომ მან ეტაპობრივად შეძლოს თავისი ქცევის მართვა. აღზრდის პროცესი წლებზე უნდა ჰქონდეს გათვლილი. თუ ერთხელ ან თუნდაც რამდენჯერმე ბავშვმა არ დაუჯერა, პიროვნულ ტრაგიზამმდე არ უნდა დაიყვანოს. უარყოფოთი ემოციებით მანიპულირებაც არასწორი ფორმაა. მაგალითად, ხშირად მსმენია, რომ გული მატკინე, ცუდად გავხდი, ან შენი დედა აღარ ვიქნები. ასეთი ფაქტები ბავშვებში დეპრესიულ განწყობას ქმნის, რასაც საბოლოოდ, ფსიქოემოციურ სირთულეებამდე მივყვარათ. ქცევის მშვიდი შეფასება საკმარისია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა. რასაც დღეს ეუბნები, ხვალაც იგივე უნდა უთხრა. ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, რას ითხოვს მისგან მშობელი და ეს სურვილები უფროსის ხასიათის მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს.
რომელი ფრაზები ახდენს განსაკუთრებულ გავლენას ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე?
"შენ ეს არ შეგლიძლია! შენ ამას ვერ გააკეთებ!" - ეს არის ფრაზა, რომელიც ბავშვის განვითარებას ზღუდავს. უფროსმა ბავშვს ყოველთვის უნდა მისცეს საშუალება, რომ მან საკუთარი გამოცდილება მიიღოს. წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიური საფუძველი პატარაობაში მიღებული გამოცდილებაა. ხშირად თვითონ ამბობენ მშობლები, მე გაჭმევ, მე ჩაგაცვამ. ბავშვებს კი რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ვერ აკეთებენ და ხშირად ეს კომპლექსების სათავეა. პატარაობიდანვე უნდა ჰქონდეს საკუთარი მიღწევები. მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით ხდება უნარების გაუმჯობესება. საწყის ეტაპზე ეს შეიძლება საკუთარი ხელით კვება ან ჩაცმა იყოს, მომავალში კი ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თვისებების ჩამოყალიბება იქნება. სწორედ ესაა ფრაზა, რომელიც ღრმად რჩება ადამიანის მეხსიერებაში და მომავალში წარმატების მიღწევაში ხელს უშლის.
მიმართვა "შენ ვინ გეკითხება. არ მაინტერესებს შენი აზრი" ასევე საოცრად ნეგატიურ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ეს ბავშვს დაბალ თვითშეფასებას უვითარებს, ხელს უწყობს ჩაკეტილობას და შემდგომში თვითპრეზენტაციის სირთულეებს უვითარებს.
არ შეიძლება თქმა, რომ რაღაც დაგემართება. უარყოფითი ემოციებით მანიპულირება ძალიან ცუდია. ჩაიცვი, თორე გაცივდები, არ გადაირბინო, თორე მანქანა დაგეჯახება - ასეთი კონსტუქციით აწყობილი წინადადები იწვევს ფობიების განვითარებას. ბავშვის ქცევის სამართავად სწორი ფრაზებია: მე გამიხარდება, რომ ჩემ გვერდით იდგე და როცა მწვანე შუქი აინთება, მერე გადავიდეთ. მეტყველებით აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი და არა იმაზე, თუ რა არ გააკეთოს.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ, რომ ზარმაცია.
ამ დროს ბავშვს პიროვნულ მოდელში ვსვამთ და ის მომავალშიც ამ მოდელით ცხოვრებას აგრძელებს. შეძახილი გადადის თვითრწმენაში და მისი ყოველდღიური შეგრძნება ხდება, რომ არ შეუძლია და არ გააკეთებს.
არ უნდა დაგვეზაროს შექება. ყოჩაღ, რომ მეცადინეობ! ბავშვისთვის მოტივაციაა, გახაროს საყვარელი ადამიანი. დედის გახარება რეალური უკუავშირია, რასაც ხედავს. ცალკე პიროვნული თვისებების გასაძლიერებლად, პიროვნულად უნდა შევაქოთ. ხშირად უთხარით ბავშვს: შენ ყველაზე კეთილი ხარ, ყველაზე ჯანმრთელი ხარ, ყველაზე მამაცი ხარ, ყველაზე ლამაზი ხარ. ყველაფერი რაც გვემეტება, უნდა ვუთხრათ. ბავშვი უნდა ხდებოდეს, რომ მშობელი სწორედ ამ თვისებების მქონედ ხედავს, სჯერა, რომ ასეთია. ასე უყალიბდება თვითშეფასება, რომელსაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე იყენებს. ამ დროს ბავშვი თავდაჯერებული და ზომიერად ამბიციური პიროვნება ყალიბდება.
ამ საკითხებზე მშობელთა ცნობიერება რამდენად მაღალია?
ნამდვილად ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ უნდა შეძლოს ბავშვში ფასეულობათა სწორი სისტემის ჩამოყალიბება. მე პირადად, მუშაობის დროს დიდ დროს ვუთმობ მშობელთა კომპეტენციის მენეჯმენტს. საზოგადოება უნდა მივიყვანოთ იმის გააზრებამდე, თუ როგორ უნდა მიუდგეს იმ პრობლემას, რაც აწუხებს. სამწუხაროდ, ხშირად არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას მშობლები საკუთარ თავზე.
ნანა მღებრიშვილი

No comments:

Post a Comment