მასწავლებელი: ინგა ბლიაძე |
კლასი: Iბ
|
თემა: იაკობ
გოგებაშვილის „კამეჩი“ |
დრო: 30 წთ
თარიღი: მარტი. 2021 წ. |
მოსწავლეთა
რაოდენობა: 25 |
გაკვეთილის
მიზანი: საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის კითხვა და ანალიზი;
ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ზეპირი მეტყველების განვითარება |
მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეე
კითხულობს და აანალიზებს ტექსტს, აღწერს
და ახასიათებს პერსონაჟს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი: ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა
შეძლოს
ნაცნობი
საკომუნიკაციო
სიტუაციის
შესაბამისი
სამეტყველო
ქცევის
უნარის
გამოვლენა. Ø ასრულებს
მასწავლებლის
მარტივ
ზეპირ
ინსტრუქციებს;
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა
შეძლოს
სტანდარტით
განსაზღვრული
სხვადასხვა
ტიპის
ტექსტების
მოსმენა,
გაგება-გააზრება
და
გადმოცემა. Ø ისმენს
და
ადეკვატურად
აღიქვამს
მარტივ
ინფორმაციას
ნაცნობ
თემაზე; ქართ.
დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა
შეძლოს
გაწაფულად
კითხვა Ø ხმამაღლა
(მთლიანი
სიტყვებით
ან
დამარცვლით)
კითხულობს
და
იგებს
მარტივი
წინადადებებით
შედგენილ
მცირე
ზომის
სხვადასხვა
ტიპის
ტექსტებს; Ø აგრძელებს
სხვის
მიერ
დაწყებულ
კითხვას
სათანადო
ადგილიდან. |
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: შეუძლია: სხვადასხვა
სახის საინფორმაციო და ილუსტრირებულ ტექსტების მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით წაკითხვა,
ინფორმაციის მოძიება, გაგება და გამოყენება. ფლობს: თავისუფლად
ცნობს და კითხულობს ანბანის ყველა ასოს. იციან: შინაური და გარეული ცხოველთა დასახელება.
|
შეფასება
და თვითშეფასება: ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას ზეპირი კომენტარების
სახით. (იხ. დანართი
2,3)
|
სასწავლო
მასალა და რესურსები: პროექტორი, ბუკი, სახელმძღვანელო, მოსწავლის სამუშაო რვეული, ფანქარი,
დაფა, ცარცი. |
აქტივობა1. კროსვორდის შევსება.(3
წთ) (ორგანიზების
ფორმა: მთელ კლასთან) აქტივობის აღწერა: ცხოველთა
სახელებით (მაჩვი, კუ, აქლემი, ლომი, მაიმუნი, ვეფხვი) ერთობლივად ვავსებთ წინასწარ
დახაზულ კროსვორდს, შემდეგ აღმოაჩენენ და წაიკითხავენ ვერტიკალურად მიღებულ სიტყვას:
„კამეჩი“
აქტივობა 2. (1წთ) გაკვეთლის თემისა და მიზნის გაცნობა. აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს
აქტივობა 3. (2წთ.) ასოციაციური
რუკის შევსება. (ორგანიზების ფორმა:
მთელ კლასთან) აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის
გააქტიურება აქტივობის აღწერა: გაიხსენებენ
რა იციან კამეჩის შესახებ და შეავსებენ ასოციაციურ რუკას.
აქტივობა 4. (2წთ.) პრეზენტაციის ჩვენება: „კამეჩი-შინაური ცხოველი“ აქტივობის მიზანი: ტექსტის გაგება.. აქტივობის აღწერა: ახალი მასალის გააზრების მიზნით , მოსწავლეები მოისმენენ
და ვიზუალურად დააკვირდებიან კამეჩს, გაეცნობიან გუთანსაც. აქტივობა 5. (6 წთ.) ტექსტის: „კამეჩის“ კითხვა აქტივობის მიზანი: ტექსტის კითხვა
და ანალიზი აქტივობის აღწერა: ჯერ ერთობლივად
კითხულობენ ტექსტს, შემდეგ კი- მოსწავლეები განგრძობით, გზადაგზა აიხსნება უცხო სიტყვები და გამოთქმები.
აქტივობა 6. (3 წთ) ოპოვე ზედმეტი
სიტყვა აქტივობის მიზანი: ზეპირი მეტყველების
განვითარება
აქტივობის აღწერა: ცხოველთა ჩამონათვალში ( ლომი, ვეფხვი, კენგუგუ,
ენოტი, თხა, მგელი) მოსწავლეები იმსჯელებენ და დაასახელებენ ზედმეტ სიტყვას, ხოლო
შემდეგ ჩამოთვლიან შინაურ ცხოველებს
აქტივობა 7. (4 წთ) აღწერითი
სქემა კამეჩის შესახებ (დანართი 1.) აქტივობის მიზანი: ტექსტის გაგება,
ანალიზი
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
ერთობლივად ავსებენ აღწერით სქემას კამეჩის შესახებ, ინფორმაციის მოსაძიებლად კვლავ ტექსტს უბრუნდებიან
აქტივობა
8. (3 წთ) ლექსის „კამეჩის“ წაკითხვა აქტივობის
მიზანი: პერსონაჟის დახასიათება აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
დაახასიათებენ, თუ როგორი არის ამ ნაწარმოების მიხედვით კამეჩი ( ზარმაცი, უდარდელი,
ბრიყვი, გულმავიწყი)
აქტივობა 9. (4 წთ) სიტყვების დაკავშირება საგანთან აქტივობის მიზანი: ლექსიკური
მარაგის გამდიდრება აქტივობის აღწერა: მოსწავლეები სამუშაო რვეულებში ისრებით
დააკავშირებენ სიტყვებს ოფოფთან და კამეჩთან ( შინაური, შავი,
ნისკარტი, ჭრელი, გარეული, ტლანქი, რქები, ჩლიქები, ქოჩორი, კლანჭი)
აქტივობა10.
შეჯამება:
(2წთ) მოსწავლეები ისაუბრებენ რა მოეწონათ. საშინაო დავალება წერილობით ჩამოთვალონ; რომელი შინაური ცხოველია
რქიანი, რომელი ურქო?
|
დანართი.1 აღწერითი სქემა
კამეჩის შესახებ
აღწერე კამეჩი
კამეჩი არის (როგორი?)
-----------------------------------------------------
კამეჩს აქვს
--------------------------------------------------------------------
კამეჩს უყვარს ----------------------------------------------------------------
კამეჩს ჰყავს
-------------------------------------------------------------------
კამეჩი ხშირად (რას აკეთებს?)
----------------------------------------------
დანართი 2. შეფასების რუბრიკა
(კითხვის ტექნიკის ფლობა).
შეფასება: 1 თითქმის არა
2. ნაკლებად
3. საკმაოდ
4. ძლიერ
|
მოსწავლის სახელი გვარი |
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო
ადგილიდან. |
ხმამაღლა (მთლიანი
სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს ტექსტს |
ხმამაღლა კითხვისას
სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას; |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 3. შეფასების რუბრიკა (ზეპირი მეტყველების განვითარება)
მეტყველება
მოსწავლის სახელი,
გვარი |
ფლობს
სრულყოფილად (მოსწავლე მეტყველებს გამართულად)
|
საჭიროებს გაუმჯობესებას
(მოსწავლე ძირითადად მეტყველებს გამართულად, თუმცა უშვებს 2-3 შეცდომას) |
ფლობს
ნაწილობრივ (მეტყველებისას უშვებს 5-ზე მეტ შეცდომას) |
ვერ
ფლობს უნარს (მოსწავლის მეტყველება არ არის გამართული) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment