„მასწავლებელი: ინგა ბლიაძე
|
ბუნებისმეტყველება კლასი: IIბ
|
თემა: „ მუქთი ლუკმა“ (ბელორუსული ზღაპარი)
|
დრო: 45 წთ
|
მოსწავლეთა
რაოდენობა: 26
|
გაკვეთილის
მიზანი:
პურის მოყვანის ტექნოლოგიის გაცნობა
მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი
ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება
კრიტიკული აზროვნების განვითარება
ტექსტის კონსტრუირება
გარემოზე დაკვირვების, თანამშრომლობითი და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება.
|
მოსალოდნელი
შედეგები:
მოსწავლეე
კითხულობს და აანალიზებს ტექსტს, ახასიათებს პერსონაჟებს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს,
მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში.
მოსწავლეები
დაასკვნიან, რომ მცენარეები ცოცხალია, კიდევ ერთხელ ჩამოთვლიან იმ პირობებს, რომლებიც
საჭიროა მათი სიცოცხლისათვის და დაასკვნიან რომ მცენარეებს მოვლა სჭირდება.
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
· ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით
შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს, ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
· აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
ქართ.II.2 მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ
მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს
გარეგნობას, თვისებებს);
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა
და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა; კეთილია,
გონიერია და ა.შ.);
ქართ.II.6 მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ
მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
განარჩევს
დიალოგს და თხრობას;
მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
ქართ. II.9 მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლე
იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს .
ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის
მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;
გამოყოფს
მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს
ბუნ.II.2.მოსწავლეს
შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.
ორგანიზმის ზრდისთვის
აუცილებელი პირობების ( მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო ) გამოსავლენად
სვამს კითხვებს ( მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად მოვრწყავთ? )და
ეძებს პასუხებს;
აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის
პროცესს ( მ ა გ., ხ ო რ ბ ლ ი ს აღმონაცენის სიმაღლის მატება ),
წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
შეუძლია:
სხვადასხვა
სახის საინფორმაციო და ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, გაგება და გამოყენება.
მცირე ზომის
ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
ფლობს:
კითხვის ტექნიკას.
საპრეზენტაციო უნარებს.
იციან:
რა არის ხორბალი, რას ამზადებენ ხორბლისგან,
როგორ საკვებს უწოდებენ პურს მცენარეულს თუ ცხოველურს.
|
შეფასება
და თვითშეფასება:
ვაფასებ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. ვიყენებ
განმავითარებელ შეფასებას ზეპირი კომენტარების სახით. (იხ. დანართი
1, 2, 3)
|
სასწავლო
მასალა და რესურსები: პროექტორი, ბუკი, თაბახის ფურცლები,
სახელმძღვანელო, კალამი, თვალსაჩინოება (ჯეჯილი), გამზადებული
ფრაზები ტექსტის ასაწყობად, ფურცლები, წებო, ხორბალი, წყალი, ბამბა, ლამბაქები.
|
აქტივობა
1. (2წთ.) ვავსებთ დაფაზე ასოციაციურ რუკას. (ორგანიზების
ფორმა: მთელ კლასთან)
აქტივობის
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის
აღწერა: გაიხსენებენ რა იციან პურის მოყვანის შესახებ და შეავსებენ ასოციაციურ რუკას
აქტივობა
2. (3წთ.) პრეზენტაციის ჩვენება: „ხორბლის
მოყვანა წინათ და ახლა“
აქტივობის
მიზანი: გაეცნონ ხორბლის მოყვანის ტექნოლოგიას.
აქტივობის
აღწერა: ახალი მასალის სიღრმისეულად გააზრების მიზნით , მოსწავლეები ნახავენ და მოისმენენ დამატებით ინფორმაციას ხორბლისა და პურის მოყვანის
შესახებ.
აქტივობა
3. (10წთ.) ტექსტის: „მუქთი ლუკმას“ კითხვა
აქტივობის
მიზანი: მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი
აქტივობის
აღწერა: ჯერ მასწავლებელი კითხულობს თავიდან ბოლომდე ტექსტს და უჩვენებს: „მუქთი ლუკმას“ (იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=eJT39k4kdU8),
შემდეგ კი- მოსწავლეები ნაწილ-ნაწილ, გზადაგზა აიხსნება უცხო სიტყვები და გამოთქმები, მათი ახსნისას გამოვიყენებთ საგნობრივ თვალსაჩინოებასაც
(ჯეჯილი)
აქტივობა
4. (6წთ.) ტექსტის შინაარსის გადმოცემა ფაქტებზე
ორიენტირებული კითხვების მეშვეობით.
აქტივობის
მიზანი: მხატვრული ტექსტის ანალიზი, ზეპირი მეტყველების განვითარება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები კითხვებზე პასუხებით
გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს:
-
რა სთხოვა მგელმა გლეხს?
-
რა მოეწონა მგელს?
-
რისი სწავლება სთხოვა
მან მასპინძელს?
-
რა აუხსნა გლეხმა მგელს?
როგორ მოჰყავთ პური?
-
რატომ არ მოეწონა მგელს
გლეხის დარიგება?
-
რა ურჩია გლეხმა მგელს?
-
რატომ ვერ შეახრამუნა
მგელმა ცხენი?
ტექსტის საანალიზოდ დაისმება კითხვები:
რატომ აღარ მოუნდა მგელს პურის ჭამა?
-
რატომ ჰქვია ამ ზღაპარს
მუქთი ლუკმა? როგორია მუქთი ლუკმა? ადილად მოიპოვება იგი?
-
რისი თქმა სურს ამ ზღაპრით
ავტორს?
ამ კითხვებზე პასუხებს მოსწავლეები ამოიკითხავენ ტექსტში.
აქტივობა
5. (5წთ) T დიაგრამის შევსება (მუშაობა წყვილებში)
აქტივობის მიზანი: მოქმედ პირთა შედარებითი დახასიათება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
დაახასიათებენ, თუ როგორი არის ამ ნაწარმოების მიხედვით მგელი (უჭკუო,
დაუკვირვებელი, ზარმაცი,
სულსწრაფი..) და გლეხი (მშრომელი, დაკვირვებული, მოხერხებული..), შეავსებენ T დიაგრამას
აქტივობა 6. (6 წთ) მარტივი აღწერითი ტექსტის აგება (ორგანიზების
ფორმა: ჯგუფური მუშაობა)
აქტივობის მიზანი: ტექსტის
კონსტრუირება;
თანამშრომლობითი
უნარების განვითარება.
აქტივობის
აღწერა: ჯგუფებს ურიგდებათ დანაწევრებული ტექსტი, მათ ფურცელზე სწორად უნდა დააწებონ
წინადადებები და წარადგინონ სრული ტექსტი.
1. ეს ფესვები
მიწაში ღრმად ვერ მიდის
2. ხორბალი პატარა
მცენარეა და ამოდის პაწია ფესვებზე.
3. თავთავი მოკლე
ხნის განმავლობაში გაივსება ხოლმე მარცვლებით
4. ეს ღერო ისხამს
თავთავს
5. ამ ფესვებზე
ამოდის წვრილი ღერო.
(ი. გოგებაშვილი მიხედვით)
აქტივობა
7.(6 წთ.) ხორბლის დათესვა. (მუშაობა ჯგუფებში)
აქტივობის
მიზანი: გარემოზე
დაკვირვებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
ისაუბრებენ მცენარის ზრდისთვის აუცილებელ პირობებზე (მაგ., წყალი, ჰაერი,
სინათლე, სითბო). შემდეგ დათესავენ
ხორბალს, ერთს დადგამენ მზიან ადგილას (მაგ. ფანჯრის რაფაზე), ხოლო მეორეს ბნელ ადგილას
(მაგ კარადაში), პერიოდულად დაუსხამენ წყალს და ორი კვირის მანძილზე დააკვირდებიან
განსხვავებულ პირობებში მყოფი მცენარეების აღმოცენებასა და ზრდას და თავად გააკეთებენ
დასკვნებს, იმ პარამეტრებზე , რომლებსაც იკვლევენ.
აქტივობა
8. (3წთ) პირამიდის აწყობა (ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან)
აქტივობის მიზანი: პურის მოყვანის ტექნოლოგიის გაცნობა
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები ერთობლივად ავსებენ დაფაზე გაკრულ, დიდი თაბახის ფურცელზე დახაზულ
პირამიდის უჯრებს, მასზეა დაწერილი არეულად სიტყვები: გამოცხობა დაფარცხვა, დაფქვა, მოზელა, მოხვნა, დათესვა, მომკა. მოსწავლეებმა
უნდა ააწყონ პირამიდა სამუშაოთა შესრულების თანმიმდევრობის მიხედვით .
აქტივობა7. საშინაო დავალება (2წთ)
შეფასება: (2წთ)
მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების რუბრიკებს (იხ. დან. 2)
|
წყვილებსა და ჯგუფურ
მუშაობაში თანამშრომლობის დაკვირვების რუბრიკა (დანართი 1)
შეფასება: 1 თითქმის არა
2. ნაკლებად
3. საკმაოდ
4. ძლიერ
ჯგუფის წევრის სახელი გვარი
|
ყურადღებით უსმენს სხვებს
|
მისი მოსაზრებები და იდეები კონსტრუქციულია
|
პატივს სცემს სხვების მოსაზრებებს
|
საჭიროების შემთხვევაში, იღებს დახმარებას ჯგუფის
სხვა წევრებისგან
|
საჭიროების და მისი შესაძლებლობების ფარგელბში, გასცემს
დახმარებას
|
ქულათა ჯამი
|
|
თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 2)
შეფასების კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
||
ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს
|
||
ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი
|
||
ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური
|
||
ვიყავი ორგანიზებული
|
||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|
შეფასების რუბრიკა (ზეპირი
მეტყველების განვითარება)
გამართულად
მეტყველება
მოსწავლის
სახელი, გვარი
|
ფლობს სრულყოფილად (მოსწავლე მეტყველებს გამართულად)
|
საჭიროებს გაუმჯობესებას (მოსწავლე ძირითადად მეტყველებს
გამართულად, თუმცა უშვებს 2-3 შეცდომას)
|
ფლობს ნაწილობრივ (მეტყველებისას უშვებს 5-ზე მეტ
შეცდომას)
|
ვერ ფლობს უნარს (მოსწავლის მეტყველება არ არის გამართული)
|
No comments:
Post a Comment