საწრეო მუშაობა


საწრეო მუშაობის პროგრამა

წრის დასახელება:  „ენა მადლია ერისა…”
წრის ხელმძღვანელი:  ინგა ბლიაძე
მიზნობრივი ჯგუფი: სსიპ ქალაქ თბილისის N76 საჯარო სკოლა IIIკლასი
წრის მიზანი:  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ.-ს მოთხოვნების მიხედვით.
ქართ. III. 13. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას.

იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს / ის კაცი მოვიდა - ეს / ის მოვიდა“...) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს;
სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში, სწორად ათანხმებს რიცხვით და / ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში;
იყენებს დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ზმნის II პირის ფორმებს, პუნქტუაციის ნიშნებს);
სწორად დამარცვლავს სიტყვებს და გადააქვს სტრიქონიდან სტრიქონზე;
სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, მძიმეს, ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს).

ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
მართებულად სვამს კითხვებს (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...? რამდენი...?) და კითხვით წინადადებაში მახვილს სვამს კითხვით სიტყვებზე;
სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში;
ქართ. III. 8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
                                   
კითხვების (რა? ვინ? როგორი? რამდენი? რას აკეთებს?) გამოყენებით აჯგუფებს სიტყვებს და ადარებს მათ ერთმანეთთან;
ამოიცნობს სასვენი ნიშნების (წერტილის, მძიმის, ორწერტილის, მრავალწერტილის, ბრჭყალების, კითხვისა და ძახილის ნიშნების) ფუნქციას;
ქართ. III. 14. მოსწავლეს შეუძლია  ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება
ამოწმებს და ჩაასწორებს ნაწერში მისთვის ნაცნობ სასვენ ნიშნებს.





წრის მოკლე დახასიათება:  ქართულ ენაში საწრეო მუშაობის დროს მოსწავლეები შეასრულებენ  მრავალფეროვან,   პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რის შემდეგაც მათ მეტი ცოდნა დაუგროვდებათ ქართული ენის გრამატიკაში,  რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება.
გარკვეული წლებია, ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება, მოსწავლეებს ცალკე არ აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო, ამიტომ ბუნებრივია, თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას, აუცილებლად  დაეხმარებათ, რამეთუ საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ ქართული ენის პროგრამის გაღრმავებულად სწავლებაა.

წრის ხანგრძლივობა:  2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრი.  15 შეხვედრა. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური
თვე და რიცხვი
თემა
აქტივობა
მიზანი
რესურსი
1
02.02
შეხვედრა წრის წევრებთან.
სამუშაო თემატიკის გაცნობა.
ბგერა და ასო
         
  მინი ლექცია.
∙         პოსტერიყველაფერი ჩემ შესახებ.“
∙         ერთი ასო-ბგერის შეცვლით, დამატებით ან გამოკლებით ახალი სიტყვის მიღება. პრაქტიკული სავარჯიშოები.
სამუშაო ფორმატის გაცნობა.
კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება.
ასო-ბგერის მნიშვნელობის განსაზღვრა.
ფორმატი, მარკერი, ფერადი ფანქრები.
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (გვ.6-გვ.9)
ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძექართული ენა“ (გრამატიკა და მართლწერა გვ.5)
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
2
09.02
სიტყვა, მარცვალი,
სიტყვის დამარცვლა და გადატანა
  ∙         „მარცვალთა მძივი“-
∙         შემიძლია სიტყვის დამარცვლა.
∙         ვყოფ სიტყვებს გადასატანად.
თანხმოვანდაჯგუფებული სიტყვების დაყოფა გადასატანად. მოთხრობიდან ამოწერენ სიტყვებსრომლებიც გადასატანად არ დაიყოფა
შეძლებენ სიტყვების დამარცვლას გადასატანად
ბარათები მარცვლებით,
ფურცლები.
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (გვ12-გვ.16)
მოთხრობა: „გარეული ტახი და მელა
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
3
16.02
არსებითი სახელი.
სულიერი და უსულო, ვინ და რა ჯგუფის სახელები
სათანადო კითხვების დასმა არსებით სახელთან.
ანდაზებიდან არსებითი სახელების ამოწერა.
ცხრილის შევსება. (დააჯგუფებენ ვინ? და რა?     სულიერი და უსულო საგნის სახელებს).∙         

შეძლებენ არსებითი სახელის დაჯგუფებას,
შეავსებენ ცხრილს.
სურათები სხვადასხვა საგნის გამოსახულებით.
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (გვ.20-გვ.26)
ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძექართული ენა“ (გრამატიკა და მართლწერა გვ.12-15)
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
4
23.02
არსებითი სახელის რიცხვი
მოცემული ნაწყვეტიდან მხოლობით და მრავლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელების ამოწერა.
წინადადებების გადაკეთება ისე, რომ მრავლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელები მხოლობით რიცხვში დადგეს.
წინადადებებზე დაკვირვება (ჩიტები ტკბილად ჭიკჭიკებენ. გორაზე ხეები დგას).
სურათის აღწერა მრავლობითი რიცხვის გამოყენებით.
შეძლებენ არსებითი სახელის დაჯგუფებას რიცხვის მიხედვით.
გაიაზრებენ, რომ უსულო არსებით სახელებთან ზმნა მხოლობით რიცხვშია.
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (გვ.28-გვ.29)
ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძექართული ენა“ (გრამატიკა და მართლწერა გვ.16-17). 
რვეული, კალამი
5

01.03








ნაცვალსახელი
წინადადებაში აღადგენს გამოტოვებულ  ნაცვალსახელებს. ნაცვალსახელების გამოყენებით წინადადებების შედგენა.
ილუსტრაციის შეფასება გეგმის მიხედვით.
     შევავსოთ ცხრილი- დამოუკიდებელი სამუშაო
 კუთვნილებითი ნაცვალსახელების: თავისი, მისი-მეტყველებაში სწორად გამოყენება.
შეარჩევენ შესაფერის ნაცვალსახელებს, მოიფიქრებენ წინადადებებს ნაცვალსახელის გამოყენებით,შეავსებენ ცხრილს,
ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძექართული ენა“ (გრამატიკა და მართლწერა გვ.34-35)
ცნობილი ზღაპრის ილუსტრაცია
ბარათები ტექსტებით.
რვეული, კალამი
6
15.03
ზმნა.
ეცნობა ზმნის, როგორც მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის, რაობას.
ეცნობა ზმნის ფორმაცვლის მარტივ შემთხვევებს.
ზმნების სწორი ფორმით ჩაწერა, პრაქტიკული სავარჯიშოები.
ზმნის, როგორც მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის, რაობის გააზრება.
ზმნის ფორმაცვალების მარტივი შემთხვევების გაცნობა
ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძექართული ენა“ (გრამატიკა და მართლწერა გვ.30-31)
7
8
22.03
29.03

ზმნის რიცხვი.
ეცნობა ზმნის ფორმაცვალებას რიცხვის მიხედვით.
მოცემული ნაწყვეტიდან ცალ-ცალკე ამოწერენ მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში მდგარ ზმნებს.
შეურჩევენ ზმნებს არსებით სახელებს.
შინაარსით საპირისპირო და მახლობელი ზმნების დაჯგუფება.
მოცემული ზმნების გამოყენებით მოთხრობის შედგენა
ზმნის რიცხვზე დაკვირვება.
შეძლებენ შეურჩიონ ზმნებს არსებითი სახელები სათანადო რიცხვის ფორმით.
მოთხრობა:
 „შოშია“.
ბარათები სხვადასხვა გამოსახულებით,
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (გვ.34-გვ.35, 
გვ.37-38)

რვეული, კალამი
9
05.04.
ზედსართავი სახელი.
ეცნობა ზედსართავი სახელის რაობასა და მის კითხვებს.
ტექსტიდან ამოწერენ ზედსართავ სახელებს არსებით სახელთან ერთად.
არსებით სახელებს შეურჩევენ რაც შეიძლება მეტ ზედსართავ სახელებს.
მოცემულ ზედსართავ სახელებს შეურჩევენ საპირისპირო /მსგავსი შინაარსის სიტყვებს.
შეძლებენ ამოიცნონ ზედსართავი სახელები, დაასახელებენ მნიშვნელობოთ მსგავს და განსხვავებულ ზედსართავ სახელებს
ნაწყვეტი ტუვე იანსონის ნაწარმოებიდანმამა მუმინის მემუარები.“
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (გვ.40-41)
რვეული, კალამი
 10
12.04
რიცხვითი სახელი
აკვირდება რიცხვითი სახელის რაობას, ეცნობა რაოდენობითი და რიგობითი რიცხვით სახელებს და იყენებს მათ მეტყველებაში
 სწორი ფორმით.
მოთხრობიდან რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელების ცალ-ცალკე ამოწერა და დაჯგუფება.
სურათის მიხედვით მოთხრობის შედგენა კითხვების დახმარებით.
შეძლებენ კითხვების დახმარებით სწორად შეარჩიონ და დააჯგუფონ რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები. სურათის მიხედვით შეადგენენ მოთხრობას.
ნაწყვეტი არჩილ სულაკაურის ნაწარმოებიდანცისფერი ირემი“.

ნაწყვეტი .გოგებაშვილის მოთხრობიდანსხივი წარსულისა“. 

ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძექართული ენა“ (გრამატიკა და მართლწერა გვ.20-21)

. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (გვ.45-48, გვ.52   სავარჯ. 6)
სურათი.
რვეული, კალამი
11
19.04
მართლწერის საკითხები რიცხვით სახელთან დაკავშირებით
არაბული და რიგობითი რიცხვითი სახელების მართლწერის საკითხების გაცნობა.
პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.
ეუფლება ტექსტის ჩასწორების მარტივ ხერხებს
 შეძლებენ არაბული ციფრებით აღნიშნონ რიგობითი რიცხვითი სახელები.
იმუშავებენ ტექსტის რედაქტირებაზე.
ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების დაუფლება
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (გვ.50-54)
რვეული, კალამი
12

26.04              
სასვენი ნიშნების გამოყენება ერთგვარ წევრებთან,
წერტილი, ორწერტილი, სამი წერტილი, ბრჭყალები.
ეცნობაორწერტილის“, ხმარების კონკრეტულ შემთხვევებს,    სასვენი ნიშნების დასმა მოცემულ წინადადებებში
პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება პუნქტუაციაზე
გამაერთიანებელი სიტყვის რაობაში გარკვევა.
 პუნქტუაციური ჩვევების დაუფლება
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (სავარჯიშოები და ტესტები გვ 70-71))
ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძექართული ენა“ (გრამატიკა და მართლწერა გვ.47, გვ.51)
ბარათები ტექსტებით,
რვეული, კალამი
13
03.05
წინადადება.
თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებები და სასვენი ნიშნების ხმარება მათ ბოლოს.
ეუფლება ინტონაციისა და პუნქტუაციის წესებს.
სიტყვათა რიგის შეცვლით გამართული წინადადების მიღება.
ნაწყვეტებში გამოტოვებული სასვენი ნიშნების დასმა.
სურათის მიხედვით მოთხრობის შედგენა და კითხვებით გადმოცემა.
ინტონაციური და პუნქტუაციური ჩვევების გამომუშავება.
გააცნობიერებენ, რომ სიტყვები წინადადებაში გარკვეული რიგითაა დალაგებული
ბარათები ტექსტებით, . მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (სავარჯიშოები და ტესტები გვ 56-57)

ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძექართული ენა“ (გრამატიკა და მართლწერა გვ.46)
რვეული, საწერ-კალამი
14
10. 05
კითხვითი წინადადება
წინადადებების შედგენა კითხვითი სიტყვების გამოყენებით.
ეუფლება ინტონაციისა და პუნქტუაციის წესებს კითხვითსიტყვიან და არაკითხვითსიტყვიან კითხვითი წინადადების მაგალითზე
ინტონაციური და პუნქტუაციური ჩვევების ფორმირება
. მაღლაკელიძე, . ყურაშვილიჩვენი ენა ქართული“ (სავარჯიშოები და ტესტები გვ 62-63)
15
17. 05
შემაჯამებელი ტესტი
ტესტზე მუშაობა
შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას
ტესტიკალამი

                         სკოლის დირექტორი:          ნათია სებისკვერაძე  

No comments:

Post a Comment